Thursday, July 19, 2018
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს ძალიან საიტერესო დღე იყო.ყველამ გავაკეთეთ პრეზენტაციები .ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.
Wednesday, July 18, 2018
მერვე დღის რეფლეხსია
დღეს ძალიან ბევრი ვიშრომე. ბოლომდე შევავსე სამოქმედო გეგმა. შევადგინე შეფასების რუბრიკა. დეტალურად დავწერე პროექტის პროცედურები.
Tuesday, July 10, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ ბლოგებში გვერდების ჩამატება. დავალება ჩავწერე ბროშურაში.მოვიძიე ესგ-დან პროექტის შესაბამისი ინდიკატორები, ამოვწერე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
კავშირი ესგ-თან
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი საკომუნიკაციო სიტუაციის ადეკვატური სამეტყველო ქცევის უნარის გამოვლენა.
Ø გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;
ყვება ამბავს პირადი გამოცდილებიდან.
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება;
მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
Ø სასაუბრო თემებისათვის (მაგ., „წელიწადის დროები“, „ცხოველები“,
„ქალაქი“, „სოფელი“ და ა. შ.) იყენებს სპეციალურ
ლექსიკას.
ქართ.დაწყ.(I).9.
მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტუკლი საკითხების შეფასება.
გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● გულმოდგინებისა
და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
Thursday, July 5, 2018
ჩემი პროექტი ეხება ცხოველთა პრობლემებს და მოსწავლეთა ჩართვას ამ პრობლემების მოგვარებაში. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია შინაური და გარეული ცხოველების გამოზამთრების შესახებ. გაიაზრონ პრობლემები, დაისახონ მოგვარების გზები და განსაზღვრონ საკუთარი როლი ამ პრობლემის მოგვარებაში.
ეს პროექტი მოსწავლეებს უბიძგებს სიკეთისაკენ, გაუღვივებს თანაგრძნობასა და სიყვარულს ცხოველთა მიმართ
ეს პროექტი მოსწავლეებს უბიძგებს სიკეთისაკენ, გაუღვივებს თანაგრძნობასა და სიყვარულს ცხოველთა მიმართ
Subscribe to:
Posts (Atom)