Tuesday, July 10, 2018

კავშირი ესგ-თან


ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი საკომუნიკაციო სიტუაციის ადეკვატური სამეტყველო ქცევის უნარის გამოვლენა.

Ø გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;
ყვება ამბავს პირადი გამოცდილებიდან.

ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; 

მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
Ø სასაუბრო თემებისათვის (მაგ., „წელიწადის დროები“, „ცხოველები“, 
„ქალაქი“, „სოფელი“ და ა. შ.) იყენებს სპეციალურ ლექსიკას.

ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტუკლი საკითხების შეფასება.
გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს.

            21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

●     საღი მსჯელობა და აღქმა;
●      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
●      გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).

No comments:

Post a Comment